Saturday, November 7, 2009

ნარკომანია –მავნე ჩვევა თუ ავადმყოფობა

პროექტის სახელი : ნარკომანია –მავნე ჩვევა თუ ავადმყოფობა

პროექტის მოკლე აღწერა: ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება,მასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი თავიდან აცილების გზები.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან არსებულ პრობლემებს ჯგუფებში,თითოეულ ჯგუფს ეძლევა კონკრეტული დავალება, იღებენ ინტერვიუს ექიმ-ნარკოლოგისაგან. ადგენენ და მუშაობენ ნარკომანიის გამომწვევ მიზეზებზე, მისი ჩამოყალიბებისა და შემდგომი პროგრესირების პირობებზე. მოსწავლეები ადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას,ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკების ჯგუფებს.ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების თავიდან აცილების შესაძლო გზებს. მუშაობენ ჯგუფებში,აქტიურად გამოთქვამენ თავიანთ სუბიექტურ მოსაზრებებს,რამდენად საშიშია არსებული პრობლემა.

მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა/ : ერთი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება პრესიდან, ინტერნეტიდან, ბუკლეტების და პრეზენტაციების შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები აწარმოებენ კვლევებს, რამდენად საშიშია და მომაკვდინებელი ნარკოტიკი და მასზე დამოკიდებულება.

სარგებელი სხვებისთვის : გარდა იმისა, რომ ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ მასალებს, აცნობენ მათ თანატოლებს და მოუწოდებენ ჯანმრთელი, ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ.

სამუშაო ენა : ქართული

სხვა საგნებთან კავშირი: ანატომია, სამოქალაქო განათლება

პროექტის ფასილიტატორი: თინა კონსტანტინოვა , №14 საჯარო სკოლის პედაგოგი

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: tekuna 1995@gmail.com

პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი proeqti.blogspot.com